გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ბერაია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს შემადგენლობაში გაერთიანება შსს-ს სისტემური განახლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს

14-12-2018

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაერთიანება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის სწორად ჩამოყალიბების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს შემადგენლობაში გაერთიანება ერთის მხრივ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის სწორად ჩამოყალიბებას და მეორეს მხრივ შსს-ს სისტემური განახლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

საგანგებო სიტუაციები გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც ბუნებრივი ფაქტორები, ასევე ადამიანური შეცდომა და კრიმინალური ქმედებები. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვა ისეთ ელემენტებს მოიცავს, როგორიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება, რაც მოითხოვს სხვადასხვა სამსახურებს შორის კოორდინირებულ ღონისძიებებს. შსს-ს შემადგენლობაში გაერთიენებულია სწორედ ის დანაყოფები, რომლებიც ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა ელემენტის განხორციელებაში, მათ შორის ისეთები როგორებიცაა 112, საპატრულო პოლიცია, საექსპერტო კრიმინალისტიკური დანაყოფი, საგამოძიებო სამსახურები და ა.შ. საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის ასევე აუცილებელია შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარჩვევები და ამ მიზნით თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება. შსს-ს აკადემიაც უდიდესი რესურსია ამ კუთხით. 

გარდა ამისა, შსს-ში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაექვემდებარება რეფორმირებას მისი ეფექტიანობის ამაღლების და რესურსების ოპტიმიზაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სისტემური განახლების რეფორმების ფარგლებში როგორც პოლიციელებს ასევე მეხანძრეებს, ხელფასები უკვე მოემატათ და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. 

ამრიგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს სისტემაში ინტეგრაცია, ერთი ქოლგის ქვეშ მოაქცევს საგანგებო სიტუაციების მართვაში ჩართულ სამსახურებს და მნიშნვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მართვის სისტემის ერთიანი და კოორდინირებული ორგანიზებისთვის.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიღებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.