14-12-2017
დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია, პრეზიდენტის, გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ბირუსელში იმყოფება.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც, ბელგიაში აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობაში გაიმართა, „რესპუბლიკის საინვეტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინეს. გამოცემის ცნობით, ის აფხაზეთისა და ბელგიის ბიზნეს წრეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიზნით იყო ორგანიზებული“.
გამოცემის ცნობით, პრეზენტაციას, 60 - ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, რუსეთის სავაჭრო პალატის და საელჩოს წარმომადგენლები ბელგიის სამეფოში, გაეროს და ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ასევე აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.
წყარო: რადიო "ათინათი"