გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ანზორ ჩუბინიძე: ექცესებს არ ველით, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ

16-12-2018

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, თელავში ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებებთან და მის პარალელურად დაგეგმილ ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით ექცესების მოლოდინი არ არის, თუმცა, როგორც ჩუბინიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, თუ მსგავს ფაქტს ექნება ადგილი, ამისთვის მზადყოფნა არსებობს.


რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, ჩუბინიძის განცხადებით ოპოზიციას საკუთარი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცემა იმ ადგილას, სადაც მათ თელავის მერიამ ნებართვა მისცა.


"ჩვენ დავიცავთ ინაუგურაციის ღონისძიებას აუცილებლად, რათა ის კარგად და უსაფრთხოდ ჩატარდეს"-განაცხადა ჩუბინიძემ.