კვირა, აპრილი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება

16-12-2018

„დღევანდელი დღე ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს წარმატებები უსურვა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება.



„მსურს, სალომე ზურაბიშვილს დიდი წარმატებები ვუსურვო. მინდა, რომ ის იყოს ძალიან წარმატებული თავის პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ის იქნება საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღესვე ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ქეყანაში საპარლამენტო მმართველობის სისტემა დამყარდება და ავტოკრატიის დაბრუნება შეუძლებელი გახდება.



„დღეს ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც დამყარდება საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ამ კონსტიტუციის პირობებში, შეუძლებელი იქნება საქართველოში პროცესების ისე განვითარება, როგორც განვითარდა 90-იან წლებში და მოგვიანებით, ანუ, შეუძლებელი იქნება საქართველოში ავტოკრატიის დაბრუნება.



აქედან გამომდინარე, ორმაგად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.