გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ სააკაშვილი: მართლა გიჟი კი არა ვარ...

17-12-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ებრაული ტელეკომპანიის, «9 канал»-ის ეთერში, მთავარი რედაქტორის, დიმიტრი დუბოვის საავტორო გადაცემაში «Война и мир», აცხადებს, რომ ის სინამდვილეში გიჟი არაა და უკრაინაში სახურავიდან გადახტომას არ აპირებდა.


დუბოვის კითხვაზე - „მართლაც ფიქრობდით სახურავიდან გადახტომას, როცა თქვენს დასაპატიმრებლად მოვიდნენ?“, სააკაშვილმა უპასუხა:


„არა, რა თქმა უნდა. არასდროს არ მითქვამს, რომ მზად ვარ გადავხტე-მეთქი. მე ვთქვი: არ მომეკაროთ! მართლა გიჟი ხომ არ ვარ. უბრალოდ, დროს ვიგებდი, რომ ხალხი შეკრებილიყო. იმ მომენტში მე ჩემსას მივაღწიეს... ეს პატარა ტაქტიკური ხრიკი იყო: სანამ სახურავზე ვიყავი, მასმედიის ყველა საშუალებას დავურეკე. აბა, მათ ცხვარივით ციხეში ხომ არ გავყვებოდი“-განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge