გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო გოგუაძე: პირველად საქართველო - აშშ პარტნიორობის მანძილზე, ამერიკის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ცალკე საკანონმდებლო აქტი მიიღო

17-12-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო გოგუაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის მანძილზე, ამერიკის კონგრესი ყოველწლიურად უბრუნდება საქართველოს საკითხს და საკანონმდებლო აქტებით ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის არის ამ პროცესში, რომ მხარდამჭერ აქტებს კონკრეტული აღსრულების მექანიზმი ამყარებს, რაც აშშ მხარდაჭერას ქმედითს და ეფეტიანს ხდის.


"კონგრესის მიღებული ეს საკანონმდებლო აქტი, არის პირველი შემთხვევა, როცა კონგრესი ცალკე კანონს იღებს საქართველოს შესახებ, რომელიც მოიცავს საქართველოს მხარდაჭერას საციცოცოდ

მნიშვნელოვან სფეროებში - უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძილერება, რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების საკითხები.


ჩვენ გვახსოვს ამერიკის პრინციპული პოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ამერიკის მთავრობამ ყველა ქვეყანას უარი უთხრა ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელებიც არ სცნობენ საქართველოს ტერიტიულ მთლიანობას.

ამ კანონითაც ამერიკის კონგრესი მოითხოვს სანქციები დაუწესდეს ყველა პირს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში არიან ბრალდებულები.


ახლა ის პროცესია მნიშვნელოვანი, რომელიც ამ აქტის ამოქმედებას უნდა მოყვეს - საქართველოს და აშშ მთავრობებს შორის შემდგომი თანამშრომლობა ამ საკითხების ირგვლივ და კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული მოქმედებების განსაზღვრა და განხორციელება“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ