14-12-2017
ქუთაისის მერიამ საახალწლოდ ახალი განათებების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეძენაზე მთავრობის თანხმობა მიიღო. გადაწყვეტილება მთავრობის დღვანდელ სხდომაზე მიიღეს.
ქუთაისის მერიის ცნობით, ახალ საახალწლო აქსესუარებს ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაკიდებენ.
ასევე, ცნობილია, რომ ერთი ახალი, საშუალო ზომის ნაძვის ხე ქალაქის ისტორიულ უბანში დაიდგმება.
"ახალ მერს წინასაახალწლო ტენდერები ჩაშლილი დახვდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ქუთაისი ახალ წელს შესაბამისი განათებების გარეშე რჩებოდა. ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას პირდაპირი წესით შესყიდვის თაობაზე. რაზეც თანხმობა მიიღო და ქალაქს საახალწლოდ ახალი განათებები ექნება",-აცახდებენ ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მერიას 156 ცალი აქსესუარის შეძენა 238 229 ლარი დაუჯდება. ამ თანხაში შედის მათი მონტაჟი და დემონტაჟი.
როგორც მერიაში აცხადებენ, საახალწლო განათებების მონტაჟი მალევე დაიწყება.
როგორი იქნება ახალი საახალწლო მორთულობა, ნახეთ ფოტოები: