გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სასტუმროში „იოტა“-ში საძოვრების მართვის ეკონომიკის შესახებ იმსჯელეს

17-12-2018

სასტუმროში „იოტა“ გამართულ შეხვედრაზე კახეთის რეგიონში ზამთრის და სოფლის საძოვრების მართვის ეკონომიკური შეფასების შედეგები განიხილეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.


მონაწილეებმა საძოვრების მართვის არსებული პრაქტიკის ეკონომიკურ სარგებელზე და გადაჭარბებული ძოვების შედეგად უნიკალური ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები მდგრადი, ერთიანი ძოვების სისტემის საერთაშორისო პრაქტიკის შედეგებს თურქეთის მაგალითზე გაეცნენ.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მთავრობა მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საძოვრების მართვას.

შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები კახეთში საძოვრების მართვის არსებული სისტემის ეკონომიკურ შეფასებასა და საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დასანერგად განსახორციელებელ სამ მიმართულებაზე: ძოვების არსებული პრაქტიკის გაგრძელება და პირუტყვის რაოდენობის დარეგულირება; ინტენსიური როტაციული ძოვების დანერგვა; წლიური როტაციული ძოვების შემოღება.


შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და მეცხვარეთა ასოციაციის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.


განხილვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სექტორული პროექტების „მიწის დეგრადაციის ეკონომიკა“ (ELD) და „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა კავკასიაში“, ასევე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) ორგანიზებით გაიმართა.