გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

14-12-2017

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

"ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე", - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.


►ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს.


►დოკუმენტს შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.


►შპს „ანაგის“ მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.


►ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.


►სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.


►სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავმოცეკვავეებს იმეორებს.

წყარო: "პია"


►სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.


►იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარისგერბის ფერების მიხედვით განათდება.


►სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის. ►ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.