გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქვეყნის მასშტაბით წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 630 ფაქტი გამოვლინდა

20-12-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 1104 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 427 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 511ფაქტი, აჭარაში - 329ფაქტი, გურიაში - 91, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 210, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 440 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 155ფაქტი, შიდა ქართლში - 476, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 875, ხოლო თბილისში - 12 ფაქტი დაფიქსირდა.


ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 52266მ3-მდე ხე-ტყე.


ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 755 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 165 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.