გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფო კილაძე: „ნაცმოძრაობა“ და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს სასამართლოს წინ მხოლოდ ქალი პოლიციელები იყვნენ

20-12-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო კილაძის განცხადებით, ქალი პოლიციელები ისეთივე თავდადებით შრომობენ ყოველდღიურად ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, როგორც კაცი პოლიციელები.


მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა სასამართლოს წინ.


„თუმცა, ამ სიცრუეზე მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა“ ქალებს და ბავშვებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს.
ქალი, დედა, ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში და მას არანაკლები წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იმ პოლიტიკოსების მიერ ბავშვის და ქალის დაკნინების მცდელობა მხდალად და ლაჩრად სწორედ ამ უღირსი, დისკრიმინაციული განცხადების გამკეთებელს წარმოაჩენს, რომელიც ცდილობს ბავშვი და ქალი დააკნინოს“-აცხადებს კილაძე.