გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი სესიაშვილი: პოლიციის მიმართ ძალადობის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სახელმწიფოს ცუდ შედეგებს მოუტანს

20-12-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციის მიმართ ძალადობის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, სახელმწიფოს ცუდ შედეგებს მოუტანს. ამიტომ ოპონენტებს ურჩევს, რომ ორმაგი სტანდარტებით მოქმედება შეწყვიტონ.


“ჩვენი ოპონენტები, ნაციონალური მოძრაობა ზოგადად ორმაგი სტანდარტებით რომ მოქმედებს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის და ამ ფაქტს არ გამოვეხმაურები.


არის ქვეყანაში სიმბოლოები, რომელსაც სჭირდება არა უბრალოდ დაცვა, არამედ, სწორი აღქმა. პოლიცია, ჯარი, სასამართლო - ეს ის სიმბოლოებია, რომელზეც დგას ქვეყანა. ეს ქვეყანა რომელიმე პოლიტიკური ძალის არ არის, ეს ქვეყანა არის საზოგადოების და მოქალაქეების. ასეთი მიდგომა, რომ პოლიციის მიმართ ძალადობა შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურად მოტივირებულად ან არამოტივირებულად, ვიღაცა უნდა დაისაჯოს ან არ უნდა დაისაჯოს, ეს არის იმ პრინციპების დანგრევა, რაც სახელმწიფოს ანგრევს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას.


ამიტომ, მე პირველ რიგში მოლოდინი მაქვს, რომ ის სწორი რეაქცია და პროფესიონალიზმი, რაც გამოავლინა პოლიციამ, ეს იქნება საზოგადოების მხრიდან სწორედ აღქმული და ასევე მხარდაჭერილი. თუ ჩვენ, საზოგადოება არ დავიცავთ ამ პრინციპებს, მაშინ თითოეული ჩვენთაგანი აღმოჩნდება საფრთხის წინაშე, თუკი პოლიციის მიმართ ძალადობა შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ეძალადოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, არამედ სხვა მოქალაქეც, რაც საერთო ჯამში მოგცემს იმ სურათს, რომ პოლიცია უბრალოდ გვერდზე გაიწევა, წესრიგს არ დაიცავს და ადამიანს ვეღარ გადაარჩენს.


ჩემი განცხადება უფრო მეტად მიმართულია საზოგადოებისკენ, იმისკენ, რომ საზოგადოებამ დაიცვას საერთო ინტერესები, რომლიც არის იმ სიმბოლოების განმტკიცება, რაზეც სახელმწიფო დგას. ეს არის ჯარი, ეს არის პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები, სასამართლო ხელისუფლება. ეს არიოს ის ძირითადი ინსტიტუციები, რომლებიც პოლიტიკურად ნეიტრალურია, და რომელიც არის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია" - განაცხადა სესიაშვილმა.
უმრავლესობის წევრი ოპონენტების განცხადებებს და მიდგომებსაც აფასებს:


"სამწუხაროდ, შეჩვეული ვართ ნაცმოძრაობის მხრიდან ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას. ნათელი მაგალითი ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულებისა, არის ის, რომ, კაცი, რომელიც მიზანმიმართულად პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებდა და ძალადობდა, ამ ადამიანს მათი ლიდერი გმირს უწოდებს და ამით ამკვიდრებს იმ სტერეოტიპს, რომ ხელისუფლებას ებრძოლე ნებისმიერი მეთოდებით, თუნდაც ეს იყოს იმ ღირსეული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორებიც პოლიციელები არიან და შენ გმირი გეწოდება. ამით კიდევ უფრო წაახალისა სააკაშვილმა თავიანთი მომხრეები ძალადობისკენ, რაც მე პირადად, როგორც პოლიტიკოსს არ გამკვირვებია, მაგრამ მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომელთაც პრეტენზია აქვთ ნეიტრალურობაზე, სამოქალაქო საზოგადოების სახელზე და ამაზე არ ახდენს რეაქციას და მეტიც. მაქსიმალურად ერიდება, რო ამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და პასუხიც მოსთხოვოს. ჩემი მხრიდან, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლა მოთმინებით, ღირსეულად იდგნენ, გამოავლინეს თავიანთი პროფესიონალიზმი, ასრულებდნენ დავალებას, რომელიც იყო კანონიერი და ჩვენი ოპონენტებისთვისაც მისაღები უნდა იყოს, შევეჩვიოთ, რომ წესრიგის დაცვა მოეთხოვება ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და თანამდებობისა" - განაცხადა სესიაშვილმა.


ველისციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, დავით კირკიტაძე.


კირკიტაძეს დღეს გურჯაანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება დაკავებულ სხვა წევრებს, მათი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.