გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია მეზვრიშვილი: პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალურია და ჩვენ თანაბრად ვუდგებით ყველას, განურჩევლად იმისა, ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული

20-12-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა, დავით კირკიტაძისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მეზვრიშვილმა ასევე უპასუხა კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი.


„ვიცი, რომ ეს გადაწყევტილება შეიძლება ყველას არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. კადრები საზოგადოებამ კარგად იხილა. დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება, როგორც ვიცი პატიმრობა შეეფარდა, არ არის ამ საქმის დასასრული, ეს არ არის განაჩენი. დაველოდოთ შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ჩემთვის ცნობილია, პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლით შეეფარდა მას პატიმრობა. რაც შეეხება შერჩევით სამართალს, არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომაა საკითხისადმი, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ თანაბრად ვუდგებით, განურჩევლად იმისა, ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყეთ, ოპოზიციის მხარდამჭერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როგორი მიდგომაც გვქონდა საქმეების მიმართ, ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა. სხვათა შორის, გუშინ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გახმაურებულ თავდასხმაზე, რომელიც ახალქალაქში განხორციელდა. თითქოს სამინისტროს რეაგირება არ ჰქონდა. არ ვიცი ახლა ეს რისკენ იყო მიმართული, თუმცა, დაახლოებით თვენახევრის წინ, 5 პირის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული - მათ შორის უმრავლესობის მოქმედი დეპუტატის ოჯახის წევრების მიმართ.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.