გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 28-ე წელს ულოცავს

20-12-2018

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გვარდიას დაარსების დღეს ულოცავს.


„დღეს შესრულდა 28 წელი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან. ვულოცავ ამ დღეს გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს! სწორედ ეროვნული გვარდიაა ის მტკიცე საფუძველი, რაზეც დგას საქართველოს შეიარაღებული ძალები. ეროვნული გვარდია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ინახავს. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის ერთიანობისათვის. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად იდგა ბრძოლის ველზე. პროფესიონალიზმი და სამხედრო ფიცის ერთგულება აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“-ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მისალოც განცხადებაში.