21-12-2018
პარლამენტის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციური პარტიებიდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საუბრობენ შერჩევით სამართალზე. ავლებენ პარალელს წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტს ახალქალაქში და დავით კირკიტაძის მიერ ჩადენილ ქმედებას შორის. თუ ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და მთელი საზოგადოებისთვის მიუღებელია და სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას!
ამასთანავე, პარალელის გავლება გურჯაანისა და ახალქალაქის ინციდენტებს შორის არასწორია: დავით კირკიტაძის შემთხვევში, საქმე გვაქვს ძალადობასთან სამართალდამცავების მიმართ, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევა და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.ხოლო ახალქალაქის ინციდენტი წარმოადგენს პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერთა ფიზიკურ დაპირისპირებას.ამ ინციდენტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 5 პირის მიმართ, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
პარალელის გავლება შესაძლებელია ახალქალაქისა და თიანეთის ინციდენტებს შორის. მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პირველი დაპირისპირება ფიზიკური ძალის გამოყენებით, მოხდა თიანეთში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ოცნების“ მხარდამჭერს, რომელსაც, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ახალქალაქის ინციდენტის ანალოგიურად, მაშინ სასამართლომ თავდამსხმელი აქტივისტები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ, გირაოთი გაათავისუფლა.
გურჯაანსა და ახალქალაქში მომხდარი ფაქტი არის ორიგანსხვავებული სიმძიმის დანაშაული და მათი შედარება აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია!"-აცხადებს ოქრიაშვილი.