გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გახარია: დღეს დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად ფუნქციონირებს

21-12-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დეპუტატების წინაშე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში, დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების კომპონენტზე ისაუბრა.


„კიდევ ერთი მიმართულება გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ფაქტობრივად გადახალისდა მათი კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით, არ არსებობს არცერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდეს.


უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. ასევე დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში, ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები, მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში. 7-დან გაიზარდა 14-მდე ის დაწესებულებები, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, ყველა - 29-ვე დაწესებულებაში, იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაჩნდა არასრულწლოვნებისთვის სპეციალური სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ინფრასტრუქტურულ ნაწილში 2019 წელს, თბილისში დაიწყება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და რომელიც გათვლილი იქნება დაახლოებით 200 ადამიანზე“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.