გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გახარია: მწვავე დისკუსიისთვის მზად ვარ

21-12-2018

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მზად არის მწვავე კითხვებისა და დისკუსიისთვის.


,,მე უბრალოდ არ დავტვირთე ეს გამოსვლა დამატებითი დეტალებით, რამეთუ მესმის რომ დღეს, მიუხედავად ბევრი დისკუსიებისა ფორმატზე, უფრო მნიშვნელოვანია ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც შესაძლებელია რომ პარლამენტარებს სურდეთ საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მართლა მზად ვართ მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიებისთვის და არცერთ შემთხვევაში არ მოგვიძებნია და არ ვეძებთ კომფორტულ პირობებს. თუმცა, ასევე ვიტოვებთ ჩვენი მხრიდან მწვავე კითხვების დასმის უფლებას. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს, ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა არის ჩვენი ვალდებულება და თმენის ვალდებულებაც არის ჩვენი ვალდებულება.


კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და იმედი გამოვთქვა რომ გვექნება საშუალება შინაარსობრივად ვიმსჯელოთ თუნდაც მწვავედ და, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვიცეკვოთ პოლიტიკური ცეკვები კამერების წინ’’- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.