გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ევროპაში საქართველოს შსს-ს ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია

21-12-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წელს ქართველი და ევროპელი სამართლდამცველების თანამშრომლობის შედეგად დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 14 წარმომადგენელი.


"საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა მოგახსენოთ, რომ სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც გაბნეული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში შევქმენით საერთშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ფარგლებში. აქ დღეის მდგომარეობით გაერთიანებულია ინტერპოლი, ევროპოლი, ატაშეების ინსტიტუტი და კიდევ ბევრი საერთაშორისო კომპონენტი და ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ შედეგები არის საკმაოდ მაღალი.


დღეს ავტორიტეტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი არის საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში ჩვენი ატაშეები არიან აქტიურად წარმოდგენილი, მათ სერიოზული წვლილი მიუძღვით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საერთაშორისო ოპერაციების შედეგად მხოლოდ ევროპაში დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 14 წარმომადგენელი. ეს სტატუსის მატარებელ ხალხზეა საუბარი"-განაცხადა მინისტრმა.