გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გახარია: სისტემა, როდესაც 14 წლამდე ბავშვი ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში - დღეს არ მუშაობს

21-12-2018

გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა.


,,არასრულწლოვანთა დანაშაული ეს სერიოზული პრობლემაა. მოგეხსენებათ რომ იყო სერიოზული ცვლილებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მიღებული, რაც რა თქმა უნდა იყო პროგრესული ნაბიჯი. თუმცა, მას შემდგომ სჭირდება მენეჯმენტი, ხარისხიანი მენეჯმენტი და აქ გარკვეული პრობლემები გვქონდა. დღეის მდგომარეობით, მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსთან ერთად მოგვიწევს კიდევ ერთხელ დაჯდომა და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების, რომლებიც არიან 14 წლამდე, მათ მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება.


დღეს ჩვენ ქვეყანაში, ფაქტობრივად არ გვაქვს რეფერირების სისტემა და ფაქტობრივად ბავშვები, რომლებიც 14 წლამდე ჩადიან დანაშაულს, ისინი საერთოდ ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან სახელმწიფოს მხრიდან. ფაქტობრივად სისტემა, როდესაც ბავშვი 14 წლამდე ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში დღეს არ მუშაობს. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ეს შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც ამას სერიოზულად დაკავდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მუშაობა გარკვეულ წილად დაწყებულია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში გვექნება გარკვეული შედეგებიც.