გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმებს შეესაბამება

23-12-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით,  ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს.უწყების ინფორმაციით, შემოწმება გაფრთხილების გარეშე მოხდა და ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯის აღება განხორციელდა.   აღებული სინჯების ლაბორატორიულ კვლევა  საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო.


კვლევის შედეგად, დადგინდა რომ  საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში, ტყვიის შეცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება.