24-12-2018
მიმდინარე წლის 24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 23,720 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 18,250 ტონა იყო.
წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (15,240 ტ) და უკრაინა (5,283 ტ), ასევე სომხეთი (2,578 ტ), ყაზახეთი (138), უზბეკეთი (261 ტ), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).
მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდეა.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.
საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზიც (1501).