გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"საეჭვო ტენდერები და ივანიშვილის გაძლიერებული გავლენა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" - "გამჭვირვალობის" სკანდალური დასკვნა

15-12-2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადეაც საეჭვო ტენდერებზე, რეორგანიზაციასა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების გავლენის გაძლიერებაზეა საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს GDS-ის ყოფილი თანამშრომლების კონკურსის გარეშე დასაქმებაზეც. დეტალების გასაჯაროებას "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დღეს 12:00 საათზე გეგმავს.

„გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელთა მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, კერძოდ საეჭვო ტენდერები, რეორგანიზაცია, ბუნდოვანი გადაწყვეტილებები. გამყარდა ეჭვი, რომ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილთან ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული პირების ზეგავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაძლიერდა. ბერა ივანიშვილის კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი და კრიტიკის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჩუქნიდა, ბორდის გადაწყვეტილებით მათ მიიღეს საჩუქარი, მაგრამ ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი მენეჯმენტის და ასეთი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, რამდენად შეინარჩუნებს მიუკერძოებელ პოზიციას ბერა ივანიშვილისა თუ მისი ოჯახის მიმართ,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა მამუკა ანდღულაძემ.

წყარო: newposts