ხუთშაბათი, მაისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა

25-12-2018

კომპოზიტორთა კავშირში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის ორგანიზებითა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.


ღონისძიების ბოლოს, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის დირექტორი ლელა უბილავა, მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტში - „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ წარმატებული მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.


ასევე,  აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სამუსიკო განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის სასწავლო ნაწილის გამგე მარინა გერგედავა და იურისტი ანა შარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.