გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის სამინისტროს ახალი ემბლემა აქვს

25-12-2018

თავდაცვის სამინისტროს ახალ ემბლემასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს ახალი ემბლემა აქვს, რომელიც ჰერალდიკის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წელს ჰერალდიკის საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრომ გერბზე არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყო. შეიქმნა სამუშაო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგნელები. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დაადგინა, რომ 2018 წლის 20 დეკემბრამდე მოქმედი გერბი არ შეესაბამებოდა საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებს - ჯვრის ის სახეობა, რომელიც გამოსახული იყო ლოგოზე, არ დასტურდება ქართულ ჰერალდიკურ მემკვიდრეობაში, ასევე არ არის გამოსახული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებზე. ჰერალდიკის საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ლოგოზე ასახულიყო საქართველოს სახელმწიფო დროშაზე დატანილი ჯვრის, კერძოდ ბოლნურ-კაცხური ჯვრის სახეობა. საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებთან დაახლოების მიზნით, ძველი სიმბოლოდან ამოღებული იქნა დაფნის ტოტი და რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უცხოა საქართველოს ჰერალდიკური ტრადიციისთვის. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განმარტებით, ქართული ჰერალდიკისთვის დამახასიათებელია ვაზის ან მუხის რტოს წნული.


ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ახალი სიმბოლიკა, მათ შორის სამხედრო-საბრძოლო დროშების სრული პაკეტი და ემბლემა“-ნათქვამია განცხადებაში.


თავდაცვის სამინისტროს განცხადებას თან ერთვის საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2017 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული წერილი.