გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 217 დევნილ ოჯახს გადაეცემა

26-12-2018

საქართველოს მასშტაბით, 217 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.
იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.


ბინების დაკანონების გადაწყვეტილება „დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის განმხილველმა კომისიამ“ მიიღო. კომისიასსაქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადასოციალურიდაცვისმინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს.


კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება და შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.


დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.