გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულში, აღმაშენებლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26-12-2018

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის სარწყავ სისტემას. 
პროექტის ფარგლებში, სოფელ საიმერლოში, არსებული გრუნტის არხი, ჯამში 630 მეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება. დაგეგმილია წყალგამშვები ფარებისა და გადასასვლელი ხიდების მოწყობა, გარემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა. 

დღეის მდგომარეობით სამუშაოების დაახლოებით 70% უკვე შესრულებულია. 

აღმაშენებლის სარწყავისისტემის სრულად რეაბილიტაციის შედეგად, მუნიციპალიტეტში1,886 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწისფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

რეაბილიტირებული სამელიორაციო სისტემით 8 სოფლის - (თამარისი, ბაილარი, საიმერლო, ბადარი, ფუტლიარი, მუღანლო, ლეჟბადინი და ხუტორლეჟბადინი) მოსახლეობა ისარგებლებს.