« იანვარი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |
26-12-2018
ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირებას ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი პაატა ცინცაძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, ტარიფის შემცირება მომხმარებლისთვის კარგია.
,,ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირება, როგორც არ უნდა მოხდეს ეს, მომხმარებლისთვის კარგია. თუმცა, კარგი იქნება, მომავალში გაზის ტარიფი მხოლოდ იმ ხალხს თუ შეუმცირდება, ვისაც ძალიან უჭირს. ვგულისხმობ, იმ ბაზას, რომელიც აქვს სახელმწიფოს, სოციალურად დაუცველების და ა.შ. მათ მდგომარეობაზე ტარიფის შემცირება უფრო დადებითად აისახება“, - განაცხადა პაატა ცინცაძემ.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება - დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით, იმ რეგიონებში კი, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, ტარიფი 0.012 თეთრით მცირდება. სემეკის მიერ განსაზღვრული ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.