გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა

27-12-2018

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ახალგაზრდული ანსამბლი „მაფშალია“ და როკ-ჯგუფი „ოცნება“ მონაწილეობდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.


ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ირემაძე, ჟურნალ „იალქნის“ მთავარი რედაქტორი ნანა ჭანტურია და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.