გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა ბახტაძემ სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა

27-12-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა, რომელიც "სტარტაპ საქართველოს" ერთ-ერთი გამარჯვებული და წარმატებული ინოვაციური ბიზნესპროექტია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მალე ჩინეთში განხორციელდება. მამუკა ბახტაძის თქმით, მსგავსი წარმატებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.
"დიცი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და შესაბამისად,სოფელში ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. სამმა ქართველმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ სოფელ დიცში გაეკეთებინა ეს უნიკალური საწარმო, რომელიც ჩვენმა სტარტაპ პლატფორმამ - "სტარტაპ საქართველომ" დააფინანსა. ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიგონეს ხილის შრობის უნიკალური მეთოდი და დაიწყეს ვაშლის ჩიფსის დამზადება, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და არის ჯანსაღი საკვები, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი მოიხმარენ მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას. ვაშლის ჩიფსები პოპულარული გახდა არამხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ, დაიდო კონტრაქტი ჩინეთში. სამეწარმეო სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ახალგაზრდებს ამ წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა. მთავრობის მეთაური საწარმოში სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან, მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბართან, შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილსა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

საწარმოს შექმნის იდეის და შრობის ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორები აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. პროექტი გულისხმობს შრობის ინოვაციური ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების წარმოებას, რომელიც სტანდარტული ჩიფსების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს, საიდანაც "სტარტაპ საქართველოს" დაფინანსება 90 000 ლარია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 11 ადამიანი, უმეტესად - ადგილობრივი მცხოვრებლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საწარმოში მისვლამდე დიცის პოლიციის საგუშაგოზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.