გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

«Independent»: სტუმართმოყვარე ხალხით, თოვლიანი მთებით და გემრიელი სასმელ-საჭმელით საქართველო ზედმიწევნით შესაფერისი ადგილია თავგადასავლებისა და რისკის მოყვარულთათვის

27-12-2018

გავლენიანი ბრიტანული გაზეთი «Independent» ტურიზმისა და მოგზაურობის მოყვარულებს 2019 წელს დასათვალიერებლად ყველაზე იაფ ქვეყნებს სთავაზობს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ფასები მომსახურების ყველა სფეროს ეხება - ავიაბილეთებიდან დაწყებული, სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ჩათვლით.


„მაგრამ, რასაკვირვველია, იაფი მოგზაურობა არ ნიშნავს კომპრომისს მომსახურების ხარისხთან. ჩვენ მოვძებნეთ ისეთი ადგილები, სადაც 2019 წელს თქვენი სამოგზაურო ხარჯები დიდი არ იქნება, მომსახურებით კი კმაყოფილი დარჩებით“, - წერს გაზეთი და ათ ქვეყანას ასახელებს - პოლონეთს, ლიეტუვას, არაბთა საემიროებს, არგენტინას, თურქეთს, ალბანეთს, ტუნისს, კამბოჯას, საქართველოს და ეკვადორს - სადაც მოგზაურებს წინ სასიამოვნო შთაბეჭდილებები ელოდებათ.


„სტუმართმოყვარე ხალხით, თოვლიანი მთებით და გემრიელი სასმელ-საჭმელით საქართველო ზედმიწევნით შესაფერისი ადგილია თავგადასავლებისა და რისკის მოყვარული მოგზაურებისათვის. ბრიტანელები, რომლებიც მსოფლიოს ამ ულამაზესი ადგილის დათვალიერებას მოისურვებენ, იქ მომსახურებისა და კვებისათვის ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში (ლუდი - 1,18£, დღეში სამჯერადი კვება - 7,41£.). ლონდონიდან თბილისში პირდაპირი ავიარეისით“, - წერს ბრიტანული გამოცემა.