გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სახელმწიფომ დევნილთათვის კერძო მესაკუთრისგან 34 ბინა გამოისყიდა

28-12-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე, 34 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა.


მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გუდამაყრის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და აცნობა, რომ უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.


დევნილი ოჯახები გუდამაყრის ქუჩაზე, წლებია ცხოვრობენ, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც მათთვის ბინების დაკანონება შეუძლებელიიყო.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი შენობა 1 200 000 ლარად გამოისყიდა.


2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებს საკუთრებაში კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული1600-მდე ბინა გადასცა.