გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

განათლების კომიტეტზე ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ აუდიტის ხელმძღვანელის მოსმენა არ აინტერესებთ და მოსმენა არ უნდა გაგრძელდეს

28-12-2018

პარლამენტში განათლების კომიტეტზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, თუმცა შეხვედრაზე მისული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ რომ მხოლოდ მინისტრის მოსმენა აინტერესებთ და დეპარტამენტის უფროსის მოსმენა არ სურთ.


„ეს უნდა იყოს საქმიანი შეხვედრა. პოლიტიკურ ნაწილზე მინისტრი მზად არის შესახვედრად. გვქნება შესაძლებლობა მინისტრთან შეხვედრის. ჩვენ მართლა გვაინტერესებს ანგარიში და გვაცალეთ, რომ მოვისმინოთ. ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი და კითხვები თუ დარჩება, მინისტრი მზადაა მოვიდეს.“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.