გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სურამში მცხოვრებ დევნილებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

28-12-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა სურამში, სანატორიუმ „მზიურსა“ და „სურამში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლომია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს დასადღესასწაულო ნობათები გადასცეს.


მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დაბა სურამში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაატარა. სურამში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც იმყოფებოდა, რომელიც დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო და დევნილებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას, გარკვეულ საკითხებში კი საქართველოს ცენტრალური მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაპირდა.