გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ზალკალიანი: ქართული დიპლომატიისთვის მომავალი 2019 წელიც ახალი მიზნების, ამოცანების და გამოწვევების წელი იქნება

31-12-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს:

"ძვირფასო მეგობრებო


მიიწურა ერთად ყოფნის მორიგი წელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდმა, ქართულმა დიპლომატიამ, უდიდესი ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო 2018 წელი მრავალი მიღწევით ჩაეწერა ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვნი ნაბიჯები საქრთველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ღირსეული ადგილის განსამტკიცებლად.


ქართული დიპლომატიისთვის, მომავალი 2019 წელიც ახალი მიზნების, ამოცანების და გამოწვევების წელი იქნება. წლის დასაწყისში მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება 2019-2022 წლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მთავრობის დონეზე დამტკიცებული პირველი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, სადაც საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შემდეგომ, კიდევ ერთხელ გაიწერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარი მიმართულება - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრცია და მშვიდობიანი გზით ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მსოფლიოში შექმნილ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის საგარეო სტრატეგიის ეფექტური იმპლემეტაცია ჩვენს დიდ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, საქმისადმი ერთგულებით, მაღალი პასუხისმგებლობით, ერთიანობით და რაც მთავარია სიმართლით, ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ, საქართველოს დიპლომატებს ბედმა გვარგუნა, გვქონდეს პრივილეგია, საქართველოს წარმოვადგენდეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის დიდი ნდობის მანდატი გვაქვს და მათი იმედების გაცრუების უფლება არ გვაქვს.


2018 წელი ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების და ასევე ქართული დიპლომატიის წინაშე. ბოლომდე დავიხარჯები საქართველოს გამარჯვების, მისი ხალხის და ჩვენი დიპლომატიური სამსახურის წარმატებისთვის! ამ საქმეში თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედი მაქვს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ გუნდად შეკრული, საერთო გამოწვევების გასამკლავებლად და ახალი მიზნების მისაღწევად ვიყოთ გაერთიანებული 2019 და კიდევ მრავალ წელს.


ძვირფასო მეგობრებო


გულწრფელი მადლობა მინდა გითხრათ და გისურვოთ გამარჯვებები და წარმატებები საქართველოს საკეთილდღეოდ. ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ბედნიერ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გისურვებთ!"-ნათქვამია მისალოც წერილში.