გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სალომე ზურაბიშვილმა სამი მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა, მათგან ორი ფეხმძიმეა

1-01-2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მისი პირველი აქტი გამოსცა.


საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.


სამივე მსჯავრდებულმა ქალბატონმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.