გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გასულ წელს ქვეყანაში ცხოველთა 100 სასაკლაო და 51 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

1-01-2019

ბოლო მონაცემებით საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21,0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15,0 პროცენტი - კახეთში, 14,0 პროცენტი - შიდა ქართლში, 12,0 პროცენტი - იმერეთში, 10,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 28,0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 186,8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 23,7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 76,3 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2662,0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2018 წლის III კვარტლის განმავლობაში 11339,9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 37,8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32,9 პროცენტი - ფრინველის, 15,1 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, 14,1 პროცენტი - ღორის, ხოლო 0,1 პროცენტი - სხვაზე. მომსახურება გაეწია 11,5 ათას პირს, საიდანაც 40,4 პროცენტი შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1099 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 11,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 21,1 ლარი.


ასევე, საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში 51 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონში (35,3 პროცენტი) და ქ. თბილისშია (17,6 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის (13,7 პროცენტი), ქვემო ქართლის (11,8 პროცენტი), იმერეთის (7,8 პროცენტი), კახეთის (5,9 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (5,9 პროცენტი) და გურიის (2,0 პროცენტი) რეგიონში.


2018 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 51,0 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 57,0 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16,8 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9,3 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 8,9 პროცენტი - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.