გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება

3-01-2019

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე უმრავლესობაში დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება.


ამის შესახებ ინფორმაცია, პარლამენტის ფრაქცია“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა.


„კანდიდატურა, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ნამდვილად არის დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს“-განაცხადა მდინარაძემ.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.