გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცაიშში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი, სავარაუდოდ, 2020 წელს აშენდება

15-12-2017

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, არსებული ნაგავსაყრელის ადგილას ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი, დაახლოებით, სამ წელიწადში აშენდება. ამის შესახებ რადიო „ათინათის“ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს სრულად გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს.
„ახალი ნაგავსაყრელი გულისხმობს ნაჟური წყლების მართვას, შესაბამის მიწისქვეშა საფენებითა და საიზოლაციო ფენებით, წყლის გამწმენდ ნაგებობებს, ჰაერის ემისიების მართვას, შესაბამის ინფრასტრუქტურას, აღჭურვილობასა და ყველა იმ დეტალს, რასაც საქართველოს კანონმდებლობა და ევროპული სტანდარტები ითვალისწინებს“, - აღნიშნა შუხაშვილმა.

გარდა ნაგავსარელის მოწყობისა, პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევროა, არსებულის დახურვასა და ზოგადად, რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს. ასევე, დაიხურება ფოთისა და ცაიშის ნაგავსაყრელები. ფოთში და წალენჯიხა-ჩხოროწყუში კი დაგეგმილია გადამტვირთავი სადგურების აშენება.

„ეს არის კომპლექსური პროექტი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი მოწყობლობებით, მანქანებით, ურნებითა და სხვა ინფრასტრუტურით, მოეწყობა სოციალური კამპანიები“, - დასძინა კომპანიის დირექტორმა.

რაც შეეხება ვადებს, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერი, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოცხადდება, უშუალოდ სამუშაოები კი 2019 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და დაახლოებით, 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

სულ საქართველოში 8 საერთაშორიო დონის ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობაა დაგეგმილი.

წყარო: რადიო "ათინათი"