გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში ტრენინგი უკვე ცხრა ექსპერტმა გაიარა

15-12-2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციისა და განათლების სამინისტროს მიერ დაარსებულ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში ტრენინგი უკვე ცხრა ქართველმა ექსპერტმა გაიარა.
მათ „თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორის მასწავლებლის” სასწავლო კურსი დაასრულეს, რომელიც I, II და III დონეებს მოიცავს. 
ტრეინინგის მეორე ეტაპი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტის, ანდრეას ტომანის, ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძზე ჩატარდა. სწავლების დასრულების შემდეგ ცხრა ქართველი ექსპერტი დასაქმდება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში და უხელმღვანელებს „თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორის I დონის სასერთიფიკატო კურსს“. 
შეგახსენებთ, რომ ეს სკოლა 2016 წელს დაარსდა. 
სკოლამ ავტორიზაცია გაიარა და ოფიციალურად მოახდინა სტუდენტების მიღება საფეხმავლო და სამთო გამყოლის პროგრამებზე. სკოლაში ასევე ტარდება სასერთიფიკატო პროგრამები: ალპური გამყოლი, კლდეზე ცოცვის გამყოლი, სათხილამურო გამყოლი, თხილამურებზე სრიალის ტექნიკისა და მეთოდიკის ინსტრუქტორი და სასიმაღლო სამუშაოების სპეციალისტი.