გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ვოლსკი ეკა ბესელიასთან ერთად, ერთ გუნდში დარჩენას შეუძლებლად მიიჩნევს

10-01-2019

„ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავჩებით და როგორი ფორმით მოხდება დაშორება, მომავალი გვიჩვენებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა ბესელიას შესახებ გაკეთებული განხადების შეფასებისას აღნიშნა. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იყო დროული და სწორი, რადგან ძალიან ბევრი საკითხი ნათელი გახდა. რაც შეეხება იმას, ეკა ბესელია დარჩება თუ არა მმართველი გუნდის მიღმა, როგორც გია ვოლსკი აცხადებს, შიდა საკითხებზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე მოხდება. 

„ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაშორება და მოხდება თუ არა საერთოდ, ამას მომავალი გვიჩვენებს. სკეპტიკური ვარ ამის მიმართ, მაგრამ შესაძლოა რაღაც პოზიციებიც დავაახლოვოთ. დღეს ამ საკითხებზე მსჯელობა არ იქნება, იმიტომ, რომ გუნდი სრული შემადგენლობით არ არის წარმოდგენილი, არც ბიუროს უმრავლესობის შემადგენლობაა წარმოდგენილი მთლიანად და მით უმეტეს, უმრავლესობის გარეშე ცალკეულ ჯგუფს არანაირი გეგმა არა აქვს“, - განაცხადა პარლემენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღევანდელი განცხადებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ღიად გააკრიტიკა.