გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ, საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო, კარანტინი გამოაცხადა

11-01-2019

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ, საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო, კარანტინი გამოაცხადა და ე.წ. საზღვარზე კონკრეტული შეზღუდვები დააწესა.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურების მიერ, საოკუპაციო ხაზზე მდებარე გამშვებ პუნქტზე, საკარანტინო ღონისძიებები ჩატარდება. ასევე, შეიზღუდება მოსახლეობის გადააადგილება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანების შესვლის თავიდან აცილების მიზნით. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, H1N1 გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი განმარტავს, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა შეუძლიათ მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომელებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოწვევით მყოფ პირებს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ დე-ფაქტო აფხაზეთის პასპორტი.