11-01-2019
"ხაზარაძე ადამიანურად არ იმსახურებს თანაგრძნობას, ვინაიდან პირადად შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ ივანიშვილი თავზე მოჯდომოდა ქვეყანას," - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქმე სამართლებრივად კრიტიკას ვერ უძლებს.
"სამართლებრივად ეს საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 2019 წელს 2008 წლის ამბებზე “საქმის შეკერვა" ივანიშვილის კანტორად ქცეული პროკურატურისთვისაც კი ყველა ჩარჩოს სცდება. ივანიშვილს ამოძრავებს მხოლოდ ერთი ინსტინქტი - დარჩეს ქვეყანაში ერთადერთ მძარცველად და მევახშედ... და თუ ეს გამოუვიდა, ძარცვის მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება. ამიტომ, ამ საქმეში ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლის უზენაესობის მხარეს, რადგან სანამ ივანიშვილი არსებობს, სამართლის უზენაესობა მიუღწეველ ფანტაზიად რჩება. დიაგნოზი იგივეა რაც ადრე, დაავადების განსაკურნად სასწრაფოდ საჭიროა ამ პარაზიტის მოკვეთა, რითაც ყველანი ვიქნებით დაკავებული წელს," -აცხადებს სააკაშვილი.