გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დუშეთში „ბოდორნა ჰესის“ მშენებლობა დაიწყო

15-12-2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო, რომელმაც ჰესის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ქუმსიშვილის განცხადებით, „ბოდორნა ჰესი“ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესია, რომელსაც გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ექნება.

„ჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: ეს არის ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. საბოლოო ჯამში კი „ბოდორნა ჰესი“ უწყვეტად უზრუნველყოფს იმ სათაო ნაგებობების ელექტრომომარაგებას, რომლებიც დედაქალაქს სასმელი წყლით ამარაგებენ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„ბოდორნა ჰესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აშენებს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია ე.წ. მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მეგავატია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მილიონი კილოვატი საათია. პროექტის განხორციელბის პროცესში 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

პროექტი ითვალისწინებს ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ბოდორნის არსებულ კაშხალზე, აგრეთვე ახალი ელექტროსადგურის და ამასთან დაკავშირებული ნაგებობების აგებას.

ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/economic/item/4210-dushetshi-%E2%80%9Ebodorna-besis%E2%80%9C-mshenebloba-daixybo