გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლეონიდ ჩერნოვეცკი: ევთანაზიის (სნეულთა ნებაყოფილობითი მოკვდინება) დაკანონება ქვეყანას დიდ ფულს მოუტანდა

15-01-2019

„საქართველოს პარლამენტმა, ღარიბებისთვის განკუთვნილ ერთ მილიარდ დოლარზე, საკუთარი ნებით თქვა უარი...!“ - აცხადებს კიევის ყოფილი მერი და ამჟამად საცხოვრებლად ქობულეთში გადმოსული ლეონიდ ჩერნოვეცკი.


გასულ წელს, მან საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა ევთანაზიის პრაქტიკის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული.


პარლამენტიდან ლეონიდ ჩერნოვეცკიმ უარყოფითი პასუხი მიიღო.


„რამდენიმე ხნის წინ, მეგობრებო, მე შევთავაზე საქართველოს პარლამენტს, განეხილა კანონი ევთანაზიის შესახებ, თუმცა, მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამჟამად, საკუთარი სიცოცხლის ნებაყოფლობით შეწყვეტა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ შვეიცარიაშია ნებადართული და სწორედ იქ მიდიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან!


ეს ბევრ ფულს მოუტანდა საქართველოს უბრალო მოქალაქეებს, თუ, რა თქმა უნდა, სამინისტროები არ მიითვისებდნენ ამ თანხებს! გაიხსნებოდა ასობით ახალი საავადმყოფო და გაჩნდებოდა ათასობით სამუშაო ადგილი!


მაგრამ... პარლამენტის კომიტეტმა, აკაკი ზოიძის მეთაურობით, უარი გამომიცხადა და გაუგებარი ახსნა-განმარტება გამომიგზავნა! ჭკუა რომ ჰქონოდა, კანონის რეალიზებაში დამეხმარებოდა! მაგრამ, რას ვიზამთ...


ბატონ აკაკის და ზოგადად, პარლამენტს, ზედმეტი მილიარდი არ სჭირდებათ! მათ მომწერეს უცნაური წერილი, რომელშიც მეუბნებიან, რომ სანამ კანონს წარვადგენ, მე, ჩემს ფინანსებზე უამრავი ექსპერტიზა მაქვს ჩასატარებელი და მხოლოდ ამის შემდეგ იბოძებენ ნებას და განიხილავენ ჩემს კანონს.


პარლამენტარებს ქვეყანაში რაიმეს შეცვლა უკეთესობისკენ რომ სურდეთ, მე კი არ მომწერდნენ, რა ექსპერტიზები მაქვს ჩასატარებელი იმისათვის, რომ მათ, მათმა უდიდებულესობებმა ნება იბოძონ და სერიოზულად მიუდგნენ ასეთ მნიშვნელოვან წინადადებას, არამედ, თავად ჩაატარებდნენ ექსპერტიზებს, ან, მთავრობას დაავალებდნენ ამას“, - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.


ევთანაზიას მართლმადიდებლური ეკლესია და მსოფლიოს ბევრი კონფესია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს.