გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე შიდა ქართლში ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

15-01-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის რეგიონში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის გარეშე მოახდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო ამოძირკვა. აღნიშნული ქმედების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 56 993 ლარი შეადგინა. გამოძიების პროცესში, ბრალდებულის მიერ აღნიშნული თანხის ოდენობა სრულად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.