გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა

16-01-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა. მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. ის, სახელმწიფო რწმუნებუმა ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბოლო პერიოდში მალხაზ თორია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.


მალხაზ თორია
დაბადები სთარიღი: 1969 10 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ენები: ქართული, რუსული;

განათლება:
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნე.


სამსახურეობრივი საქმიანობა:


1986-1987 წწ.- ზუგდიდის ქალაქმშენებლობის ტრესტი, თანმდებობა მუშა;


1988-1989 წწ- სავალდებულო სამხედრო სამსახური;


1995-2000 წწ- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტო: თანამებობები: გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განყოფილების უფროსი;


2000-2002 წწ.-საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგარეო ლეგიონი თანამდებობა: მოკვლევის სამმართველოს განყოფილების უფროსი;


2002-2003 წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, თანამდებობა: განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსიოპერატიული თანამშრომელი;


2004-2007 წწ.- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, თანამდებობა: გამომძიებელი


2007-2009 წწ- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტმენტი, თანამდებობა: გამომძიებელი;


2009-2013წწ- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახური, თანამდებობა: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე;


2013-2017 წწ.- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თანამდებობა; სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი;


2017-2019 წწ.- შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, თანამდებობა: ქონების დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაცვის სამსახურის უფროსი;


2017-2019 წწ.- შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, თანამდებობა: დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.


2019 წლის 16 იანვრიდან - ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.