გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქვეყნის მოსახლეობას 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელი ჩამოეწერება

18-01-2019

მოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან, - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან სახდელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.


„კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. ჩვენი მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდნენ და გარკვეული შვება მიეცეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ. მთლიანობაში, საუბარია ჩვენი მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე.", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.