გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქვეყნის მასშტაბით წითელას ვაქვინაცია უფასო გახდა

18-01-2019

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით ორასი ათასი ადამიანი წითელას იმუნიტეტის გარეშეა დარჩენილი.


მისივე თქმით ეს უმეტესად საშუალო ასაკის ადამიანებში ხდება, რომლებშიც ეს დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. აქვე მან აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქისთვის წითელას აცრა უფასო გახდება.


„დღეის მდგომარეობით სავარაუდოდ ორასი ათასი ადამიანი არის იმუნიტეტის გარეშე, წითელას იმუნიტეტის გარეშე. უმეტესად ესენი საშუალო ასაკის ადამიანები არიან, რომლებშიც ეს დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.

უკვე დღეს საღამოდანვე ყველა მოქალაქისათვის წითელას აცრას აბსოლუტურად ხელმისაწვდომს გავხდით“ -განაცხადა დავით სერგეენკომ.