გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ბატიაშვილი: სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად თბილისში და რეგიონებში გასამმაგებული ბიუჯეტით ვიმუშავებთ

21-01-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას წარუდგინა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული საკითხები მნიშვნელოვანია თბილისსა და რეგიონებში და სამინისტრო მის გადასაჭრელად სწრაფი ტემპით და გასამმაგებული ბიუჯეტით იმუშავებს:


„უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და მათ მოგვარებას სამინისტრო სისტემური მიდგომით იწყებს. ამ კუთხით ჩვენ ვითანამშრომლებთ არაერთ უწყებასთან და ისე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რეაბილიტაცია, პირველ რიგში, ჩატარდება იმ სკოლებში, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, აშენდება ახალი სკოლები“ - განაცხადა მინისტრმა.