22-01-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დავოსში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
ასევე, ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ცობითვე, ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე გამახვილდა ყურადღება.
ასევე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს გაესვა ხაზი, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა TANAP-ის პროექტის შესახებ და ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამ მიმართულებითბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი აღინიშნა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.